სასწრფოდ! ექსკლუზივი - მედიკოსთა მობილიზება ივანიშვილის ბიზნესცენტრში

loading...


ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მედპერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. მილიარდერთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბიზნესცენტრში ორჯერ იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი - მიზეზი ბიძინა ივანიშვილის არტერიული ჰიპერტონია გახდა, რაც, ოლიგარქის ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, საკმაოდ უცნაური, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევა იყო.როგორც "ნიუპოსტის" წყარო ამბობს, მედიკოსებმა ოლიგარქს წნევა მალევე დაურეგულირეს, თუმცა, მინი-გამოკვლევა ადგილზევე ჩაუტარეს, რათა გაერკვიათ, საქმე ჰქონდათ ესენციურ არტერიულ ჰიპერტენზიასთან, რაც მაღალი წნევის ჩივილების მქონე პაციენტთა 90%-ს აღენიშნება, თუ მეორად, ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიასთან, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას და განიხილება, როგორც სხვა პათოლოგიების გამოვლინება.წყაროს თქმით, პაციენტი საკმაოდ ნერვიულობდა, რის გამოც გამოკვლევების ხელახლა დაწყება გახდა საჭირო, პასუხი კი ამ დრომდე ცნობილი არ არის:
"ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას, რაც სიმპტომების ამოცნობასა და პროფილაქტიკას აძნელებს. მას ე.წ. "თეთრი ხალათის სინდრომი" აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ როცა ადამიანი ექიმთან მიდის ან რაღაც შემთხვევის გამო მასთან მიდის ექიმი, ეიფორული მდგომარეობა იწყება, წნევა იმატებს და შესაძლოა, ეს მდგომარეობა ჰგავდეს რაიმე დაავადების სიმპტომს.
ადრე მას ეს სინდრომი კამერების მიმართ ჰქონდა - ნერვიულობას იწყებდა, როცა კამერასთან უწევდა ურთიერთობა და ეს ეტყობოდა კიდეც გამომეტყველებასა და სახის კუნთების დაძაბვაზე, შემდეგ დროთა განმავლობაში ეს სინდრომი გაუქრა, "თეთრი ხალათის სინდრომს" კი ვერაფერს უხერხებს. ამიტომ ძნელი სათქმელია, გუშინდელი შემთხვევა წნევის ერთჯერადი მომატება იყო თუ რაიმე პათოლოგიის გამოვლენა. თვითონ ბიძინა ივანიშვილი წნევის მომატებას დეპუტატებსა და ელჩებს უკავშირებდა, ასე ამბობდა, წნევამ ელჩებთან შეხვედრის მერე ამიწიაო", - ჰყვება "ნიუპოსტთან" წყარო, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
წყარო
скачать dle 11.3
643 / 27 ноябрь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები